Accentnews.ge
საქსტატი - 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა

საქსტატი - 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა

04/11/2021 07:51:16 სამართალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, ქვეყანაში 4 335 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 123 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 746 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 9 137 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 33 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 122-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 330 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია ცხრა დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ხუთი საქმეა გახსნილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S