წალენჯიხაში ორგანიზაციის დაფუძნებას ბურჭულაძეც გეგმავს
04/11/2021 14:49:17 პოლიტიკა
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში დააფუძნებს ორგანიზაციას, რომელიც ადგილობრივ მზრუნველობამოკლებულ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება.
როგორც ის Facebook-ზე წერს, ეს იქნება ფონდ იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია.
"ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობამოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება", - დაწერა ბურჭულაძემ.
იხილეთ ასევე: ფუნქციური დემოკრატიის მოლოდინი რეგიონებში: რა უბიძგებთ მხარეებს თანამშრომლობისკენ


