Accentnews.ge
ადვოკატი: „უდანაშაულო ადამიანმა, რომელიც სასამართლომ გაამტყუნა,  დარბაზში ყელი გამოიჭრა“

ადვოკატი: „უდანაშაულო ადამიანმა, რომელიც სასამართლომ გაამტყუნა,  დარბაზში ყელი გამოიჭრა“

04/11/2021 15:09:17 სამართალი

პატიმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა,– ამის შესახებ ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი იუწყება.

საქმე ეხება ი.კ.–ს, რომელსაც გამოძიება ოქროს ბეჭდის ქურდობას ედავება, თუმცა თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„ირაკლი კვარაცხელია სასამართლომ გაამტყუნა ქურდობაში. რის შემდეგაც უდანაშაულო ადამიანმა დარბაზში ყელი გამოიჭრა“,– იუწყება ადვოკატი.

პატიმარი ბადრაგმა სასწრაფო დახმარების ჯგუფთან ერთად კლინიკაში გადაიყვანა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

განაჩენის გამოცხადებამდე ადვოკატი იმედს გამოთქვამდა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ვერც ერთი მტკიცებულება, მათ შორის, მთავარი მტკიცებულებები - ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და ნივთის ამოცნობის ოქმები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროცედურულ მოთხოვნათა უსერიოზულესი დარღვევის გამო ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების არა მხოლოდ უტყუარობის, არამედ დასაშვებობის ელემენტსაც კი და მათზე განაჩენის დაყრდნობა თავისთავად ნიშნავს უკანონო განაჩენის გამოტანას. ამასთან, დაცვის მხარის მიერ იქნა მოპოვებული პირადი ჩხრეკის ფაქტის უკანონობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები - ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო მტკიცებულებისა და ჩხრეკის ოქმის ანალიზის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში შევსებული ყველა გარემოება არის როგორც მინიმუმ, საეჭვო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად მცდარი და გაყალბებული! იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ვიდეო კამერის ჩანაწერებს და არა ცრუ მოწმეთა ჩვენებს!“,– აცხადებდა ადვოკატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S