Accentnews.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ მოსამართლეების განცხადებას ემიჯნება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ მოსამართლეების განცხადებას ემიჯნება

04/11/2021 18:21:43 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, რომ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ მოსამართლეების განცხადებას ემიჯნება.

"ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, – წერს ქეთევან მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S