Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "მომენტებში უკვე ისეთი სისუსტეები აქვს, რამაც შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს"

სააკაშვილის ადვოკატი: "მომენტებში უკვე ისეთი სისუსტეები აქვს, რამაც შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს"

05/11/2021 06:00:27 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მომენტებში უკვე ისეთი სისუსტეები აქვს, რამაც შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

"ხელისუფლების ყოველი გაჯიუტება არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხელისუფლებას არ უნდა მისცეს ქართველმა ხალხმა საშუალება იმისა, რომ ეს ტრაგედია განმეორდეს. ჩვენ გვახსოვს, ზვიად გამსახურდიას რაც დამართეს. რაღაც მომენტებში უკვე ისეთი სისუსტეები ეპარება, რამაც შეიძლება, თუ დროულად არ მიექცა ყურადღება, ფატალური შედეგები გამოიწვიოს. ახლა საზოგადოების მობილიზებაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, კონსილიუმმა უნდა აიმაღლოს ხმა", – აცხადებს ბასილაია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S