აშშ დაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ მონაცემების მიმწოდებლებს $10 მლნ-ს დაჰპირდა

05-11-2021 13:01:44 ეს საინტერესოა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც სპეციალისტებს რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების ვინაობისა და ადგილმდებარეობის დადგენაში დაეხმარებათ.

როგორც ცნობილია, მაისში DarkSide-ის წევრებმა ამერიკულ კომპანია Colonial Pipeline-ს შეუტიეს, რის გამოც მას ერთი კვირით მუშაობის შეწყვეტა და ჰაკერებისთვის ბიტკოინებში 4,4 მლნ დოლარის გადახდა მოუწია.

ამას მოჰყვა სხვა კიბერშეტევების სერიაც, რომელზე პასუხისმგებლობაც ამერიკულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიიდან მოქმედ ჰაკერებს დააკისრა.

ივნისში ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების სამიტის დროს ჯოზეფ ბაიდენმა რუს კოლეგას მოუწოდა, ყველა საჭირო ზომა მიეღო ჰაკერების მოქმედების აღსაკვეთად. პუტინმა ბაიდენს ამის პირობა მისცა. თუმცა მას შემდეგ რუსეთიდან ჰაკერული შეტევების, მათ შორის გამომძალველი პროგრამების გამოყენების რაოდენობა არ შემცირებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები