Accentnews.ge
ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას უზენაესის 2 მოსალმართლეც ემიჯნება

ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას უზენაესის 2 მოსალმართლეც ემიჯნება

05/11/2021 12:19:31 სამართალი

უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე იმ კოლეგების წერილს ემიჯნება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია თავისუფლად და საჯაროდ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში. ისინი მუდამ მხარში უდგანან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმ ღირებულებების განხორციელებაში, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ბუნებრივ მისწრაფებას სამართლიანობისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ, რითაც ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი”, — ნათქვამია ნინო ბაქაქურისა და ეკატერინე გასიტაშვილის ერთობლივ განცხადებაში.

გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს. მოგვიანებით, განცხადებას 10–ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S