Accentnews.ge
უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვების შესახებ გააფრთხილეს

უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვების შესახებ გააფრთხილეს

05/11/2021 15:18:23 ევროპა

ნახშირის სიმწირის გამო უკრაინაში თბოელექტროსადგუების ენერგობლოკების ნახევარზე მეტმა მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობა ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვების შესახებ გაართხილეს.

1 ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინას ნახშირის მიწოდება შეუწყვიტა, რაც "მზარდი შიდა მოთხოვნით" ახსნა. იმავდროულად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სხვა მიზეზი დასახელდა - "მოსკოვსა და კიევს შორის ახალი შეთანხმებების არარსებობა".

უკრაინა ენერგონახშირს ასევე ყაზახეთისგან ყიდულობდა, თუმცა როგორც უმაღლეს რადაში აცხადებენ, რუსეთმა ეს მიწოდებებიც დაბლოკა.

კიევში განაცხადეს, რომ მოსკოვისთვის მიწოდებების განახლების ხვეწნას არ აპირებენ, მით უფრო, რომ დეკემბერში ქვეყანამ საწვავი აშშ-დან უნდა მიიღოს.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი ევროპის ენერგოკრიზისში დაადანაშაულა. მინისტრ დიმიტრი კულებას თქმით, რუსეთი გაზის ექსპორტს იმ მიზნით ზღუდავს, რომ მის გაძვირებას მიაღწიოს და "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ექსპლუატაციაში გაშვება გაამართლოს.

თავად რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს. სახელმწიფო კონცერნ "გაზპრომის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპას გაზის საკუთარი მოპოვება ჩამოუქვეითდა. ამასთან, მოსკოვში ირწმუნებიან, რომ რუსულმა კომპანიამ ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის ექსპორტი გაზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S