
წითლიძე: "დააკავეს ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია"
05/11/2021 18:07:12 სამართალი
ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია დააკავეს.
"ეს მოვუტანე სამხარეო პოლიციის უფროსს გიგა ზესაშვილს და მის არაადეკვატურ მოადგილეს ვინმე ბუხუტი ნიკორაძეს. ხუთი გოგო მივედით, დამახვედრეს გადაძეძგილი პოლიცია და დააკავეს ჩემი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი ზვიად ბერაია," - წერს ანი წითლიძე.