იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს

05-11-2021 22:42:42

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას. საკვები რაციონის შესახებ მან "რუსთავი 2"–ის ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და მათ შორის, ერთი შეკითხვა შეეხებოდა, დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა, დასმული იყო ასეთი შეკითხვა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.

პასუხი იყო შემდეგი და აქვე გეტყვით, პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება, ეს ინფორმაცია. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები და ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა,“ - ამბობს რატი ბრეგაძე და დასძენს, რომ სააკაშვილი ამ პროდუქტებს ახლაც იღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები