Accentnews.ge
რუსთავში აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა

რუსთავში აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა

06/11/2021 17:10:59 სამართალი

რუსთავის #12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად სავარაუდოდ, 5 პირია დაკავებული.

ადგილზე პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ დაკავებულები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს.

მათი ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეაგხსენებთ, რომ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S