აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
08/11/2021 06:00:06 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი დღეს თბილისში მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ერიკა ოლსონი საქართველოს 4 ნოემბერს ეწვია. იმავე დღეს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სომხეთში იმყოფებოდა. რეგიონში მისი ტურნე მოიცავს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.


