აშშ–ის ხომალდი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ფოთის პორტში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით შემოვიდა,  საქართველოს კვლავ ეწვია

08-11-2021 11:07:55 პოლიტიკა ,თავდაცვა

აშშ–ის ხომალდი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ფოთის პორტში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით შემოვიდა, საქართველოს კვლავ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა" და „პორტერს"! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები