Accentnews.ge
„ლელოს“ პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა არასდროს ყოფილა"

„ლელოს“ პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა არასდროს ყოფილა"

08/11/2021 08:46:33 პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "დროას" წევრის ელენე ხოშტარია გუშინდელ განცხადებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ „ლელოს“ პოზიციაც არასდროს არ ყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა.

„აბსოლუტურად ვეთანხები ელენე ხოშტარიას პოზიციას, ჩემი პოზოციაც ეს არის. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, ჩვენ კოალიცია შევქმენით ნიკა მელიასთან, შევქმენით ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან. სწორედ ეს იყო კოალიციის იდეა, აქედან გამომდინარე, სრულად ვიზიარებ ელენე ხოშტარიას პოზიციას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კოალიციის პირობები თუ შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, მაშინ ამ პროცესის მონაწილე არ იქნება და ოპოზიციაში გადავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S