Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და გააშუქოს მედიამ"

სააკაშვილის ადვოკატი: "ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და გააშუქოს მედიამ"

08/11/2021 09:58:08 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და გააშუქოს მედიამ.

საუბარია, 10 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, რომელიც შესაძლოა, საკანში ჩატარდეს.

"რატი ბრეგაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი მედიის გაშუქების გარეშე ჩაატაროს, არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. სააკაშვილი წვენს რომ იღებდა, ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროეს, სააკაშვილის პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი მიჩქმალულად რომ არ ჩაატარონ? ვითხოვთ, რომ 10 ნოემბერს პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და მისი სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაკავებიდან 20 დღის შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალი წარუდგინა.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S