„ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, სავადებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა"
08/11/2021 10:11:15 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და თავად ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს.
„ვაქცინაცია არაა სავალდებულო და არ გახდება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაციაა გამოსავალი პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან –ესაა მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს ოჯახის წევრებს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვალდებულია, მოქალაქეების მოსაზრება გაითვალისწინოს:
"ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას. მეტი, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაწესებულია ნებაყოფილობითი ვაქცინაცია. რაც შეეხება რისკ–ჯგუფებს, ვცდილობთ, დავარწმუნოთ. სავადებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება".
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან „კოვიდ პასპორტის“ მექანიზმი ამოქმედდება.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 74 პაციენტი გარდაიცვალა.


