
შს სამინისტროს შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
08/11/2021 11:52:01 სამართალი
შს სამინისტროს შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი უწყების შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ რამდენიმე საათით ადრე დაკავებული ვანო მაღალაშვილი აქ გადაიყვანეს.
სამართალდამცველების განცხადებით, აქტივისტები არ დაემორჩილდნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, გაეთავისუფლებინათ სამანქანო გზის ნაწილი, ამიტომ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულებს შორის არიან ლაშა ხუსკივაძე და კახა კვეკვესკირი.
ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.
დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამრთავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.