Accentnews.ge
გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მისაღებად კლინიკა მზად არის

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მისაღებად კლინიკა მზად არის

08/11/2021 14:30:42 პოლიტიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად კლინიკა მზად არის. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, კლინიკა მაღალპროფილურია და ნებისმიერი პაციენტის მიღება შეუძლია.

„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ აქ გადმოჰყავთ. შესაძლებლობა ყველაფრის არის, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის – სააკაშვილის, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გახლავართ ჰიბრიდული კლინიკა. შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი სახის პაციენტის მიღება“, - განაცხადა ურთქმელიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.

მანამდე სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „ შვილი თვალწინ ააცილეს“:

„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში აღარაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S