Accentnews.ge
გლდანის ციხეში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს

გლდანის ციხეში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს

08/11/2021 16:30:34 პოლიტიკა, სამართალი

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს.

ამასთან, ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს.

გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S