Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს"

ადვოკატი: "სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს"

08/11/2021 18:00:06 სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს.

„დღეს თუ ვინმემ იძალადა, ეს იყო პენიტენციური სამსახური, ეს იყო ღარიბაშვილი და ბრეგაძე. მათ მოტყუებით, სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. ამ დაწესებულებაში მის გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება ბრეგაძის განცხადებას, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა. მათ უნდათ მთავარიდან გამოგონილ ფაქტებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი. სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. [...] მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი:

„რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ვის წარმოუდგენია და სჯერა, რომ როცა ასე წაქეზებული პატიმრები იქცევიან ასე, ხვალ და ზეგ იქ რა მოხდება? იქ მოხდება უბედურება, თუ ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს. ისინი გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის თავს ძალიან დიდი უბედურების დატეხას“.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება:

“ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ამ საკითხს ვსწავლობთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S