Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო: "სააკაშვილმა #18 დაწესებულებაში შესახლების შემდეგ ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა, ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო"

იუსტიციის სამინისტრო: "სააკაშვილმა #18 დაწესებულებაში შესახლების შემდეგ ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა, ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო"

08/11/2021 18:39:11 სამართალი

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილმა ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე, რომელმაც გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში ექს–პრეზიდენტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და შიმშილობას აგრძელებს.

იგი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება, მის სიახლოვეს სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, თუმცა გარედან პატიმრების ყვრილის ხმა ისმის.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს:

„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“.

ამასთან, სახალხოს დამცველის წარმომადგენლის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S