Accentnews.ge
სააკაშვილის პირადი ექიმი: "მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად"

სააკაშვილის პირადი ექიმი: "მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად"

08/11/2021 19:28:36 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის ნახვას მოითხოვს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა დღეს და გუშინ დამძიმებული იყო და აუცილებელია, რომ ექიმებმა მოინახულონ.

"ვითხოვ, მოვითხოვ, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობაზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ", - აცხადებს ყიფშიძე.

მისივე თქმით, არ იცის ციხის საავადმყოფოს შესაძლებლობები, ასევე რა მდგომარეობაშია პაციენტი:

„საერთოდ არ ვიცი, ეს საავადმყოფო რას წარმოადგენს, რა აპარატურა და რა პალატებია. არ ვიცი, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი. მე ერთ-ერთი მეუფისგან ვიცი, რომ დილით იყო ძალიან სუსტად. მითხრა, რომ არის ძალიან სუსტად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S