Accentnews.ge
გლდანის ციხესთან ხმაურია, ნიკა გვარამიას სააკაშვილთან არ უშვებენ

გლდანის ციხესთან ხმაურია, ნიკა გვარამიას სააკაშვილთან არ უშვებენ

08/11/2021 19:45:23 პოლიტიკა, სამართალი

გლდანის ციხის საავადმყოფოსთან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მივიდა და ყოფილ პრეზიდენტთან შესვლას ითხოვს.

გვარამია ამბობს, რომ არ წავა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას არ მისცემენ.

"მე ვარ აქ როგორც ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი, რომელმაც არაფერი არ ვიცი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - აცხადებს გვარამია.

ციხის ტერიტორიაზე მივიდა შსს-ს წარმომადგენელი, რომელმაც გვარამიას უთხრა, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინა, რადგან ის გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ახდენდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მანამდე, სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა და განაცხადა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S