Accentnews.ge
"სააკაშვილმა იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში და მისი თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეიყვანეს"

"სააკაშვილმა იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში და მისი თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეიყვანეს"

08/11/2021 19:51:12 სამართალი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში.

"სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, იგი დაემშვიდობა ციხის ექიმებს და დათანხმდა აღნიშნულს. თუმცა რუსთავის ციხეშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული არ არსებობს, სადაც აცნობენ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას შემდეგ რაც შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სამედიცინო დახმარების ავტომობილიდან. მისი თქმით, ძალის გამოყენებით შეიყვანეს", – აცხადებს ლომჯარია.

რაც შეეხება დაზიანებებს, სახალხო დამცველმა შემდეგი განაცხადა:

"სააკაშვილმა უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა. მე რაც შემეძლო რომ დამენახა, არ ეტყობა დაზიანებები".

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სააკაშვილმა უთხრა, რომ მას დღეს ექიმების კონსილიუმთან შეხვედრა სურდა.

ლომჯარიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამონაკლისი დაუშვან და ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ:

"მე პირადად ვთხოვე ხელმძღვანელობას სასჯელაღსრულების დაწესებულების და იუსტიციის სამინისტროს, რომ მისცენ უფლება ადვოკატებს, რომ მოინახულონ. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ვფიქრობ, უნდა დაუშვან გამონაკლისი. მნიშვნელოვანი იქნება ეს ალბათ, მისი ოჯახის სიმშვიდისთვისაც. მივიღე დაპირება, რომ შეუშვებენ ადვოკატებს, თუმცა არ ვიცი რამდენად განხორციელდება ეს. კიდევ ერთხელ მინდა, საჯაროდ მივმართო თხოვნით, რომ დაუშვან ადვოკატები".

მისივე თქმით, პატიმრების შეძახილები ნამდვილად გარეთ ნამდვილად ისმის:

"როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც, თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე".

ცნობისთვის: დღეს ექს–პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა. როგორც ექიმმა აღნიშნა, მას უთხრეს, რომ სააკაშვილს არ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S