Accentnews.ge
"გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალის ინფორმაციით, დაწესებულებაში გარკვეული სამედიცინო ტექნიკა დაზიანებულია"

"გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალის ინფორმაციით, დაწესებულებაში გარკვეული სამედიცინო ტექნიკა დაზიანებულია"

08/11/2021 20:12:13 სამართალი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პერსონალის ინფორმაციით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გარკვეული სამედიცინო ტექნიკა დაზიანებულია. ამის შესახებ ლომჯარიამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, გაუსწორდა თუ არა ყოფილი პრეზიენტი ციხის თანამშრომლებს ფიზიკურად, ლომჯარია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„ეს არის ისეთი საკითხი, რაზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვესაუბრე, მაგრამ ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და უმჯობესია, გამოძიებამ გასცეს ამ საკითხებს პასუხი - მე უფლებების დარღვევებს ვსწავლობ. მე არ მინახავს, თუმცა, პერსონალი აცხადებს, რომ გარკვეული სამედიცინო ტექნიკა არის დაზიანებული“, - განაცხადა ლომჯარიამ.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილმა ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S