Accentnews.ge
"გლდანის ციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფი დგას დერეფანში, ამბობენ რომ დამონტაჟდება, MRT-ს აპარატი არ არის ადგილზე"

"გლდანის ციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფი დგას დერეფანში, ამბობენ რომ დამონტაჟდება, MRT-ს აპარატი არ არის ადგილზე"

08/11/2021 20:25:18 პოლიტიკა, სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.

"ამ დროსი მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ადგილზე არ არის MRT-ს აპარატი და არ არის კათეტერიზაციის აპარატი. CT, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია დგას დერეფანში და ამბობენ, რომ დამონტაჟდება", – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო

პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ალაგებს საკუთარ ნივთებს მიხეილ სააკაშვილი და გადის რუსთავის ციხის საკნიდან. უწყების თქმით, "სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ". მოგვიანებით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. მისი თქმით, მას სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხიდან გაყვანის დროს, მას დაუმალეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. კერძოდ, სააკაშვილს უთხრეს, რომ იგი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, რის შემდეგაც ექს–პრეზიდენტი რუსთავის ციხის ექიმებს დაემშვიდობა და ნივთების მოგროვება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S