Accentnews.ge
"მშვიდობიანი აქციები არაფერს წყვეტს, უნდა დავბლოკოთ იუსტიციის სამინისტრო, გადავკეტოთ ყველა მაგისტრალი და რკინიგზის მოძრაობა"

"მშვიდობიანი აქციები არაფერს წყვეტს, უნდა დავბლოკოთ იუსტიციის სამინისტრო, გადავკეტოთ ყველა მაგისტრალი და რკინიგზის მოძრაობა"

08/11/2021 20:58:16 პოლიტიკა, სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით ხელისუფლებამ "ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა".

მისი თქმით, მშვიდობიანი აქციები და მშვიდობიანი მოლაპარაკებები არაფერს ცვლის და მიიჩნევს, რომ მკაცრი ზომებია გასატარებელი.

"ტყვეობაში ჰყავთ სააკაშვილი. ამის ახსნა ოპოზიციის ლიდერებისგან არ გვჭირდება. თუმცა ის ლიდერია და ვალდებულია მშვიდობისკენ მოუწოდოს ნებისმიერს. ჩვენ, ჩემნაირმა ადამიანებმა უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც საჭიროა, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ეს ნაბიჯი გულისხმობს შემდეგს:

  • უნდა დავბლოკოთ და მთლიანად გადვუკეტოთ იუსტიციის სამინისტრო;
  • უნდა გადავკეტოთ საქართველოში არსებული ყველა მაგისტრალი;
  • უნდა გადავკეტოთ რკინიგზის მოძრაობა;

აი ეს სამი რამ უნდა განხორციელდეს, რომ თავიანთ სულში ჩავუხუთოთ დღევანდელი მახინჯი სისტემა. ამის გარეშე მშვიდობიანი აქციები, მშვიდობიანი მოლაპარაკებები, მშვიდობიანად დახვედრა და ეს არაფერს არ ცვლის და არ წყვეტს", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის: თბილისში კანცელარიის შენობასთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეიდან უწყვეტი პროტესტი დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ გაუწევენ, არ გაათავისუფლებენ მას და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.

დემონსტრანტების ნაწილი კანცელარიასთან მთელი ღამის განმავლობაში რჩება.

სააკაშვილის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სააკაშილმა მასთან ციხის საავადმყოფოში შესულ სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და რომ #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S