"მთავრობის კანცელარიასთან მომიტინგეთა ნაწლი რჩება, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს დილით"
08/11/2021 23:02:39 პოლიტიკა
ენმ–ის ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება.
მისი თქმით, ადგილზე მომიტინგეთა ნაწლი რჩება.
იგი მოქალაქეებს ხვალ დილით აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"ნაწილი აქ ვრჩებით. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ დილით მოვიდეს. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს დილით, რადგან ჩვენ გვქონდეს მუდმივი გამძლეობა, რომ ეს რეჟიმი მოვქანცოთ", – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხვალ ოპოზიცია კანცელარიის შენობის პიკეტირებას, მან შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ აქ ვიდგებით და არავითარი მტრული გარემო არ იქნება".
ექს –პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


