Accentnews.ge
ინგუშეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ინგუშეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

09/11/2021 07:10:08 კავკასია

ინგუშეთის პროკურატურამ 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა მოითხოვა სამი წლის წინანდელი მასობრივი აქციების მონაწილეებისთვის, რომლებიც ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლას აპროტესტებდნენ. შვიდ აქტივისტს "ექსტრემისტული თანამეგობრობის ჩამოყალიბებისა" და "ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი ქმედებების" მუხლებით ასამართლებენ.

"ექსტრემისტულ თანამეგობრობად" რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა "ინგუშეთის ეროვნული ერთობის კომიტეტი", რომელიც 2018 წლის მაისში იყო შექმნილი. გამოძიების ვერსიით, მის დამფუძნებლებს აერთიანებდათ "პოლიტიკური მტრობა" რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის - იუნუს-ბექ ევკუროვის მიმართ და გეგმა, ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეეცვალათ.

თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

2018 წლის სექტემბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა და ინგუშეთის რესპუბლიკის იმჟამინდელმა მმართველმა იუნუს-ბექ ებკუროვმა გააფორმეს შეთანხმება ორ რესპუბლიკას შორის საზღვრის დადგენის თაობაზე, რომელიც სსრკ-ის დაშლის დროიდან არ იყო განსაზღვრული. დოკუმენტის საფუძველზე ჩეჩნეთმა ინგუშეთის სუნჟის რაიონი მიიერთა, სანაცვლოდ კი ინგუშეთს ფართობით 26-ჯერ ნაკლები ტერიტორია გადასცა, თანაც ძნელად მისადგომ, მთიან ზონაში.

ამას ინგუშეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა. ერთ-ერთი ასეთი მიტინგი, რომელიც 2019 წლის 27 მარტს გაიმართა, როსგვარდიელებთან და სპეცრაზმელებთან შეტაკებით დასრულდა. აღიძრა სისხლის სამართლის ათობით საქმე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S