
"სასამართლომ დააფიქსირა, რომ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში"
09/11/2021 09:00:09 სამართალი
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მას დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წევრი, რომელმაც უთხრა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას მოითხოვენ.
„დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე. სასამართლომ დააფიქსირა, რომ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულნი არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლო დარბაზში არგამართვასთან დაკავშირებით არ არსებობს",– განაცხადა ბექა ბასილაიამ.
არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არ გამართვასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის არ გადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი იმის, რომ ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. კეთილი ინებონ და ხვალ აღარ გამოიგონონ მიზეზები და მოიყვანონ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და გააშუქოს მედიამ. საუბარია, 10 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, რომელიც შესაძლოა, საკანში ჩატარდეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს დაკავებიდან 20 დღის შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალი წარუდგინა.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.
8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სააკაშილმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით და ძალის გამოყენებით შეასახლეს.