
„თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, მოუწევს, ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მოუწია სააკაშვილის გათავისუფლება“
09/11/2021 11:05:36 ციტატა
„თუ ასე უპასუხსმგებლოდ გააგრძელა ხელისუფლებამ, მას მოუწევს საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მოუწია სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება. თუ ასე გააგრძელეს: კადრების გამოქვეყნებით, პატიმრისთვის დადგენილი სტანდარტის არდაკმაყოფილებით...მერე ალბათ, ევროპას დააბრალებენ“.
განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.