Accentnews.ge
"პირადი ექიმი სააკაშვილთან ამ დრომდე არ შესულა, გლდანის ციხის საავადმყოფო უსაფრთხო ადგილი არ არის"

"პირადი ექიმი სააკაშვილთან ამ დრომდე არ შესულა, გლდანის ციხის საავადმყოფო უსაფრთხო ადგილი არ არის"

09/11/2021 12:30:42 სამართალი

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო დარწმუნებულია, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო უსაფრთხო გარემო არაა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან პირადი ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.

"მე დარწმუნებული, რომ ეს არაა უსაფრთხო ადგილი. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ აქ და როგორ მოიყვანეს აქ ძალის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა უფლების დარღვევა. ყველა პატიმრის ასე დამცირებას არ ცდილობენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია", - განაცხადა იასკომ.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S