Accentnews.ge
სახელმწფო ინსპექტორის წარმომადგენელი გლდანის ციხის კლინიკაში მივიდა: "გამოიკითხება სააკაშვილი"

სახელმწფო ინსპექტორის წარმომადგენელი გლდანის ციხის კლინიკაში მივიდა: "გამოიკითხება სააკაშვილი"

09/11/2021 13:16:59 სამართალი

სახელმწფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა.

მისი თქმით, სააკაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ადვოკატების თანდასწრებით გამოიკითხება.

"დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ადვოკატების მონაწილეობით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სხვა შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ექსპერტიზის დანიშვნა და ა.შ", - განაცხადა მიქელაძემ.

დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S