Accentnews.ge
ომბუდსმენი: "სრულიად შეფუთული შევედი ციხეში და ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ"

ომბუდსმენი: "სრულიად შეფუთული შევედი ციხეში და ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ"

09/11/2021 20:17:07 პოლიტიკა

გლდანში მდებარე #18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ „ფორმულის" ეთერში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ციხეში შესვლის დროს პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ.

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული და კოორდინირებული. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა: სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ შევიდოდი მანქანიდან მე-18 დაწესებულებაში, ალბათ და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული", - თქვა ლომჯარიამ.

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პატიმრები ყოფილი პრეზიდენტს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S