Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

10/11/2021 07:19:26 სამართალი

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, "შეკრებილები საზოგადოებივ წესრიგს არღვევენ".

მათი თქმით, "სახელმწიფო უწყებების იკრძალება პიკეტირება და ბლოკირება".

დაკავებები მიმდინარეობს სუს–ის შენობასთან, სადაც ასევე იმართება ოპოზიციის აქცია. სუს–თან ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

ცნობისთვის: ოპოზიციამ გუშინ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს 4 სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის – იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სუს–ის შენობასთან პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S