Accentnews.ge
“ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზება ყველას პასუხისმგებლობაა”

“ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზება ყველას პასუხისმგებლობაა”

17/05/2019 08:00:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზება ყველას პასუხისმგებლობაა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები ან ცენტრალური აღმასრულებელი სტრუქტურა ვერაფერს გახდება, თუ კონკურენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რათა ამომრჩეველს მიეცეს მშვიდ გარემოში არჩევნების დღეს ურნასთან მისვლის საშუალება.

„მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ზუგდიდში არჩევნებმა მაქსიმალურად მშვიდ პირობებში ჩაიაროს. რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, თუ იქნება მეორე ტური, მეორე ტურიც გაიმართება ისე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გამართულა, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლება ხანდახან ემოციების პირობებში, მაგრამ ჩვენს ამომრჩეველს მივეცით“,– განაცხადა მინისტრმა. 

ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში). ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S