Accentnews.ge
"ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს"

"ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს"

14/08/2019 07:29:54 სხვა, თავდაცვა

აფხაზეთის ომის 27–ე წლისთავთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

„27 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ურყევი პრინციპი და მის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე გავაგრძელებთ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,"- განაცხადა ლევან იზორიამ. 

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S