Accentnews.ge
"პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს"

"პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს"

10/11/2021 08:30:53 სამართალი

"პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს", – ამის შესახებ ექს–პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

"13:00 საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სააკაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესი სასამართლოში ჩატარდეს და არა - დისტანციურად.

ცნობისთვის: 10 ნოემბერს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S