Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილს უკვე დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები"

ადვოკატი: "სააკაშვილს უკვე დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები"

10/11/2021 08:38:08 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"მას უკვე დაეწყო ტკივილები, ეს არის შიმშილობიდან გამოწვეული, შინაგანი ორგანოების ტკივილები" - განაცხადა ბექა ბასილაიამ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S