
"ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა!“ – ადვოკატებს დაკავებულებთან არ უშვებენ
10/11/2021 08:51:38 სამართალი
ადვოკატები დღეს თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირებთან, რომელთა შორისაც ქალებიც არიან, შეხვედრას ვერ ახერხებენ. ისინი შს სამინისტროს შენობასთან უკვე საათზე მეტია, დგანან. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ადვოკატებს კი არ აქვთ ინფორმაცია, თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფებს რა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.
„ყველა კონსტიტუციური პრინციპი დარღვეულია. ადვოკატებს არ გვიშვებენ! ვხედავთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, ადვოკატები კი ვერ ვხვდებით დაცვის ქვეშ მყოფებს და არ ვიცით, რა ხდება. დაცვის უფლება დარღვეულია! ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა!“,–განაცხადა ერთ–ერთმა ადვოკატმა.
შსს–ს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დღის განმავლობაში 46–მდე პირი დააკავეს. როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებს განუმატეს, ნაწილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო ნაწილს – პოლიციელების შეურაცხყოფას.