
მოსამართლემ გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევა
10/11/2021 11:18:10 სამართალი
თბილისის საქალაქო მოსამართლემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
მანამდე სხდომაზე ხმაური იყო, უგულავა პროცესზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრებას მითხოვდა.
"თქვენ ახლა აფურთხებთ კონსტიტუციას“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
მოსამართლემ უგულავას უთხრა, რომ სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა:
„თქვენ ახლა შენიშვნას მოგცემთ, თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას სასამართლოს. მანდატურებმა უზრუნველყონ დაატოვებინონ გიორგი უგულავას სხდომათა დარბაზი“.
როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს.