Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეების აცილება მოითხოვა

სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეების აცილება მოითხოვა

10/11/2021 11:25:39 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეების – ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილება მოითხოვა.

"თქვენ მონაწილეობას იღებთ ადამიანის წამებაში, რომელსაც მორალური ტერორი გაატარეს. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, გააგრძელოთ ამ პროცესის განხილვა", – მიმართა ბექა ბასილაიამ ნინო ელიეშვილს.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი არ ესწრება. მისი ადვოკატები მოითხოვდნენ, ყოფილ პრეზიდენტს მის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცემოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S