Accentnews.ge
7 ნოემბრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

7 ნოემბრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

10/11/2021 13:00:20 სამართალი

7 ნოემბრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 10 ნოემბრის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა. თუმცა ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პატიმრობაში რჩება იმ საქმეების გამო, რაზეც სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს განხილვები და სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა.

სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა. კერძოდ, პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც შემდეგი იყო აღნიშნული: "შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში".

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S