
"გირჩი - მეტი თავისუფლება": "ბორის ყურუა ამ დრომდე დაკავებულია, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლვენ"
10/11/2021 15:19:35 სამართალი
სუს-თან დღეს გამართულ აქციაზე დაკავებული "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი წევრის ბორის ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას პარტია ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ, ყურუა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ იგი ზაჰესიდან უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
"ბორის "ჩელე" ყურუა ამ დრომდე დაკავებულია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლვენ. ის დღეს, სუს-თან, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს და გადაიყვანეს შსს-ში, მოგვიანებით-ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამდენიმე წუთის წინ კი ზაჰესიდან წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. ედავებიან დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფას, რაც აფსურდია, რადგან არანაირ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იმის ილუსტრირებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიციური, სრულიად უსამართლო რეჟიმი",-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.