"სტრასბურგმა გვითხრა, ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო"
11/11/2021 06:55:03 პოლიტიკა
პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს უთხრა, "ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო".
„სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, უფრო ამაზე ვიდარდებდი. რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს? გვითხრეს: ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო. საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.


