
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ
11/11/2021 07:44:25 კავკასია
პარიზში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჩატარდა.
"მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს საკითხებზე, რომლებიც აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებას უკავშირდება. მინისტრმა ბაირამოვმა სომხურ მხარეს ომისშემდგომი ვითარების შესახებ აზერბაიჯანის ხედვა გააცნო», – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.