Accentnews.ge
ღარიბაშვილი - სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: "ჩემი პრეროგატივა არ არის, პატიმრებზე საუბარი დავასრულე"

ღარიბაშვილი - სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: "ჩემი პრეროგატივა არ არის, პატიმრებზე საუბარი დავასრულე"

11/11/2021 08:29:47 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, ამიტომ აღარ აპირებს პატიმრებზე საუბარს.

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თემაზე კომენტარი "მისი პრეროროგატივა არ არის".

„ბუნებრივია, გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბატონი იუსტიციის მინისტრი ვრცლად გააკეთებს განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ამ თემაზე მე არ მსურს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროროგატივა. მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: დროებითი ღონისძიებები სააკაშვილის შესახებ: რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S