
"სტრასბურგის გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები დასტურდება"
11/11/2021 09:44:18 სამართალი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივარზე "პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტებს" ადასტურებს.
დიპლომატის თქმით, მიესალმება საქმეში სტრასბურგის სასამართლოს ჩართულობას.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტრესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვთება სრულად ემთხვევა. ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები", -განაცხადა ბრეგაძემ.