Accentnews.ge
"დროა" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

"დროა" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

11/11/2021 10:58:15 პოლიტიკა, სამართალი

პარტია "დროა" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

მიზეზი დღეს გავრცელებული კადრებია, სადაც კარგად ჩანს, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შესახლებისას.

სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ჩანს. როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, კადრებიდან ჩანს, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო გლდანის დაწესებულებაში გადაყვანა, რა დროსაც მას წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

"კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ეს დღეები და ახლა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, როგორც ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში", - აცხადებს ადვოკატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S