
სუს-თან აქციის მონაწილეებს კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ესროლეს, დაშავდა 2 ადამიანი
11/11/2021 12:05:14 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე მომიტინგეების მისამართით საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ისროლეს.
არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, მათ თავი აქვთ გატეხილი.
"აქციაზე ვიდექი და ვუსმენდი ხალხს. მე-6 სართულიდან ისროლეს. ბეტონის ნატეხი გადმოაგდეს. მოვასწარი ახედვა და დავინახე და მერე უცებ შევარდა. ნაკერები დამადეს, პოლიცია მოვიდა", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული თამაზ სტეფნაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილზე შეკრებილ პოლიციას მყისიერი რეაგირებისკენ და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.